აკაკი ჩხენკელის მემორიალურ დაფის გახსნა ხონის N2 საჯარო სკოლაში

17 მაისს, 13:00 საათზე, აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის და ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აკაკი ჩხენკელის მემორიალურ დაფას გახსნიან.

ცერემონიის შემდეგ, IDFI-ის საარქივო და საბჭოთა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი/ისტორიკოსი ანტონ ვაჭარაძე ხონის საჯარო სკოლაში გამართავს ლექციას საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების და აკაკი ჩხენკელის როლის შესახებ ამ პროცესში. იგი ასევე ასევე ისაუბრებს აკაკი ჩხენკელის როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში სრულუფლებიანი ელჩის და დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრის მოღვაწეობაზე.

აკაკი ჩხენკელი 1874 წელს ხონში დაიბადა. თბილისის და შემდგომში ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი უმთავრეს პოლიტიკურ ფიგურად იქცა. 1921 წელს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საფრანგეთში დევნილობაში აღმოჩნდა, სადაც კვლავ აგრძელებდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლას. გარდაიცვალა 1959 წელს, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 2015 წელს აკაკი ჩხენკელის მშობლიურ რაიონში, ხონში, N2 საჯარო სკოლას მისი სახელი ეწოდა.

Event Details
  • Start Date
    17/05/2018 13:00
  • End Date
    17/05/2018 14:00
  • Location
  • Address
    ხონი
ბოლო ღონისძიებები
Expired
26/05/2018
ბათუმი
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მოეწყობა სახვითი...
Expired
26/05/2018
ბათუმი
საერთაშორისო ფესტივალის “ოქროს დელფინი” ფარგლებში ფესტივალის...
Expired
26/05/2018
ბათუმი
ბათუმის საოცრებათა პარკში მოეწყობა რეპრესირებული პოეტების...
Expired
26/05/2018
ბათუმი
ბათუმის ცენტრალურ პარკსა და ზღვისპირა პარკში...
Expired
25/05/2018
ბათუმი
ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის...