
საქართველოს 6 ქალაქში – (თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი) ცენტრალურ მოედანზე გაიმართება სხვადასხვა აქტივობა. საღამოს ჩატარდება გალა-კონცერტი ანსამბლების, ჯგუფების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. გალა-კონცერტი დასრულდება ფოიერვერკით.