
ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე მოსული სტუმარი ძველ დროში იმოგზაურებს. ამ განწყობას მას მსახიობები და მუსიკოსები შეუქმნიან. დაიდგმება მიზანსცენები: ახალგაზრდები ძველი ველოსიპედებით პერიოდულად ჩაიქროლებენ წარსულიდან, გაეშვება დიდი საპნის ბუშტები, ვიოლინოზე დაუკრავს ქუჩის მუსიკოსი.


