
გაიმართება პირველი რესპუბლიკის გამოკვეთილად პროევროპული ორიენტაციის ამსახველი გამოფენა. ყურადღების ცენტრში მოექცევა ქართველი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ციტატები, რომლებიც პირველი რესპუბლიკის პროევროპულ ორიენტაციაზე მიანიშნებენ. გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში მოღვაწე და სტუმრად მყოფი ევროპელი პოლიტიკოსების და დიპლომატების ციტატებს ეთმობა.