გამოფენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100

,,26 მაისის საიუბილეო თარიღს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ეროვნულ არქივთან ერთად აწყობს გამოფენას სახელწოდებით ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა -100“.

ექსპოზიცია მოგვითხრობს ქართველი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიას დაწყებული მე-19 საუკუნის დამდეგიდან, ვიდრე 1991 წლის 9 აპრილამდე, – როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ აღიდგინა სუვერენიტეტი.

14 პოსტერზე წარმოდგენილი იქნება ტექსტური, გრაფიკული და ფოტო მასალა, ასევე, საარქივო დოკუმენტების ასლები. საგამოფენო ვიტრინებში განთავსდება 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტების დედნები, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო, პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები, პერიოდული გამოცემები და სხვა არტეფაქტები. მონიტორებზე გაეშვება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური კადრების კოლაჟი.”

ღონისძიების დეტალები
ბოლო ღონისძიებები
დასრულებული
26/05/2018
თბილისი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ივ. ჯავახიშვილის სახელობის...
დასრულებული
26/05/2018
ზუგდიდი
პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით...
დასრულებული
25/05/2018
თბილისი
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100...
დასრულებული
28/09/2018
თბილისი
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის...
დასრულებული
26/05/2018
წყალტუბო
დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით წყალტუბოს განსაკუთრებულად...