დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა რესპუბლიკის და თსუ-ს 100 წლისთავისადმი, ასევე განათლების სისტემის განვითარების ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა.
სალექციო-საპრეზენტაციო სივრცეში ჩატარდება შემეცნებითი ლექციები მოზარდებისთვის, გაიმართება ფილმების ჩვენება თსუ-ფილმი ,,ივანე ჯავახიშვილი“.
საბავშვო ზონაში მოზარდებისთვის მოეწყობა მრავალი ვიქტორინა და კონკურსი: გეოგრაფები , ,,თსუ ისტორია და საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი“ . გამარჯვებულები სუვენირებით დაჯილდოვდებიან.
წარმოჩენილი იქნება STEM მიმართულებით საუკუნის მიღწევები. მოზარდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქიმიურ და ფიზიკურ ცდებში.
გაიმართება კონცერტი.