
ლიტვაში, სახელმწიფო არქივის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში, ლიტვის საისტორიო არქივსა და კაუნასის არქივში საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ დაცული დოკუმენტები, ასევე, ორი ქვეყნის ასწლოვანი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ მასალა.