ფიცის დადების ცერემონია

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება.
ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს წვევამდელები საქართველოს 6 ადგილიდან (თბილისი, ტაბახმელა, გელათი, ვარძია, შინდისი, ბათუმი) დადებენ. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ერთ-ერთი საჯარისო კოლოფი წარმოდგენილი იქნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცის აღდგენილი ფორმით. საზეიმო ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილნი იქნებიან შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფები, რომლებმაც ბოლო წლებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს. თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა. ღონისძიებაზე შესრულდება საქართველოს ჰიმნი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად ღონისძიებაზე სამხედრო მარშებს შეასრულებენ უცხო ქვეყნის ორკესტრებიც.

ღონისძიების დეტალები
ბოლო ღონისძიებები
დასრულებული
26/05/2018
თბილისი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ივ. ჯავახიშვილის სახელობის...
დასრულებული
26/05/2018
ზუგდიდი
პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით...
დასრულებული
25/05/2018
თბილისი
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100...
დასრულებული
28/09/2018
თბილისი
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის...
დასრულებული
26/05/2018
წყალტუბო
დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით წყალტუბოს განსაკუთრებულად...