
ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, საქართველოს საელჩოსა და უნივერსიტეტის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია “Georgian Independence 1918 – Then and Now“ ჩატარდება. გამომსვლელებს შორის იქნებიან როგორც ბრიტანელი, ისე ქართველი მომხსენებლები. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება წიგნის “First Universal Democratic Elections in Independent Georgia“ პრეზენტაცია.


