
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად, მინსკში ჩატარდება ქართული კინოს დღეები.
ასევე გაიმართება ბელარუსში მოღვაწე ქართველი მხატვრის ლეონიდ დანელიას ნამუშევრების გამოფენა, 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენები, ქართული ცეკვის და სიმღერის კონცერტები, ქართული ღვინის და სამზარეულოს პრეზენტაცია, ქართული ცეკვის და სამზარეულოს მასტერ კლასები და ანსამბლ ,,ერისიონის” კონცერტი.