
ამერიკელი მუსიკოსი, ეთნო-მუსიკოსის მცოდნე ბენჯამინ უილერი, ქართველ ექსპერიმენტულ მუსიკოსებთან ერთად, იმუშავებს ზემო აჭარაში მცხოვრებ ტრადიციულ (ფოლკლორის) მუსიკის წარმომადგენლებთან. ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნება პროექტი, სადაც მოხდება ფოლკის, რეგიონული და თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკის სინთეზი. პროექტის პრეზენტაციაც ზემო აჭარაში გაიმართება.