ჩვენს შესახებ

ტექნოპარკი წარმოადგენს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პროექტს, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის შექმნაზე. ტექნოპარკი ქმნის ფიზიკურ სივრცეს, სადაც აკუმულირებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები, რაც ემსახურება საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. აღნიშნული მიმართულებით ტექნოპაკში აქტიურად ტარდება ღონისძიებები და ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

Events.gov.ge-ის მიზანია გაამარტივოს უკვე ჩატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაციის მოძიება და რეგისტრაცია. ეს პლატფორმა ღონისძიებების ორგანიზატორებს საშუალებას აძლევს ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ სივრცე და მიიღონ კონსულტაცია საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნულ პლათფორზე შესაძლებელია იხილოთ ტექნოპარკის აქტივობების კალენდარი და მარტივად გაიაროთ რეგისტრაცია თქვენთვის საინტერესო ღონისძიებაზე. ამავე ვებ-გვერდზე შესაძლებელია დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი სივრცე ღონისძიების ჩასატარებლად, რომლის საორგანიზაციო საკითხებში დაგეხმარებათ ტექნოპარკის კვალიფიციური გუნდი.