ინტელექტუალური საკუთრების დაცვა სტარტაპებისთვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანია სტარტაპებს მიაწოდოს ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სისტემის არსის, მისი როლის და მნიშვნელობის შესახებ ბიზნესის წარმატების კუთხით.
შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტები(სასაქონლო ნიშანი, გეოგრაფიული აღნიშვნა, დიზაინი, საავტორო უფლებები, გამოგონება, სასარგებლო მოდელი) და მათი დაცვის მექანიზმები.

საინფორმაციო შეხვედრას გაუძღვება საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე.

შეხვედრა გაიმართება ტექნოპარკში, 13 თებერვალს 15:00 საათზე.

 

ღონისძიებაზე დასწრებისთვის, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია: https://goo.gl/QjWcgw

 

თარიღი

13 თებ 2018

დრო

15:00 - 17:00
QR Code