სამართალი სტარტაპებისთვის

სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკის ბაზაზე სტარტაპებისთვის ატარებს ტრენინგს სახელშეკრულებო და შრომის სამართლის მიმართულებით.

ტრენინგის მიზანია სტარტაპებს მიაწოდოს ინფორმაცია ხელშეკრულების შედგენის მეთოდსა და ხელშეკრულების ძირითადი სახეების შესახებ, სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის შედეგებზე, სახელშეკრულებო მოთხოვნების უზრუნველყოფასა და აღსრულებაზე, ასევე საქართველოს შრომის კანონმდებლობის ძირითად რეგულაციებზე.

ტრენინგის გავლის შედეგად სტარტაპები შეიძენენ კომპეტენციას დამოუკიდებლად წარმართონ მარტივი ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობები, ასევე დამოუკიდებლად წარმართონ სტარტაპის შრომითი ურთიერთობები არსებული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით.

ტრენინგს გაუძღვება ნონა ზუბიტაშვილი, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს იურისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორი.

ტრენინგი ჩატარდება 12,14,16 თებერვალს 14:00 საათზე.

ტრენინგის ხანგძლივობა: 6 საათი.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 8 თებერვალი.

ტრენინგში მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

ტრენინგში მონაწილეობისათვის შეავსეთ აპლიკაცია: https://goo.gl/U7Tkqp

 

თარიღი

12 თებ 2018 - 16 თებ 2018

დრო

14:00 - 16:00

ფასი

უფასო

მდებარეობა

კარლ სეიგენის ოთახი
ტექნოპარკი საქართველო, თბილისი, საქართველო

ამინდი

უმეტესად ღრუბლიანი
7 °C
ქარი: 11კმ/სთ
ტენიანობა: 1 %
ხილვადობა: 10კმ
QR Code