VoIP დამწყებთათვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით თბილისის ტექნოპარკის ბაზაზე იწყება ტრენინგი როგორ დავიწყოთ VoIP ბიზნესი

VoIP (Voice over Internet Protocol) არის მეთოდოლოგია და ტექნოლოგიების ერთობლუობა, რომელიც უზრუნველყოფს ხმოვან და მულტიმედიურ გადაცემას IP ქსელში, მათ შორის ინტერნეტში

ტრენინგზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ტელეფონიის გაცნობა, VoIP სერვისის ასამუშავებლად სწორი ბიზნეს მოდელის შერჩევა, პარტნიორებისა და მომწოდებლების შერჩევა, გაყიდვებისა და მარკეტინგის ორგანიზების გზები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამული პლატფორმის შერჩევას და VoIP მომსახურების დაწყებას მინიმალური რესურსებით წარმოებაში გასაშვებად.

კურსს გაუძღვება კომპანია „გლობალ სელის“ VoIP ფიქსირებული სატელეფონო ქსელის სამსახურის ხელმძღვანელი დავით კაჭახიძე.

ტრენინგში მონაწილეობისათვის გთხოვთ, დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/G4rBmq

ტრენინგები ჩატარდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს,  5-დან 26 თებერვლის ჩათვლით 19:00 საათზე

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 3 თებერვალი.

  • 00

    დღე

  • 00

    საათი

  • 00

    წუთი

  • 00

    წამი

თარიღი

21 თებ 2018 - 14 მარ 2018

დრო

19:00 - 20:30

ფასი

უფასო

მდებარეობა

კარლ სეიგენის ოთახი
ტექნოპარკი საქართველო, თბილისი, საქართველო

შემდეგი დღე

ამინდი

ნაწილობრივ ღრუბლიანი
3 °C
ქარი: 1კმ/სთ
ტენიანობა: 1 %
QR Code