(ქართული) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

Sorry, this entry is only available in Georgian.

25 მაისი - ქალაქ თბილისის საკრებულოს შენობაში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო წარმოადგენს ახალი კრებულს - „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები 1918-2018“. გამოცემაში შევიდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები ბოლო ასი წლის განმავლობაში, ამ სიმბოლოებთან დაკავშირებული კანონები და ნორმატიული აქტები. კრებულის წარმოდგენასთან ერთად გაიმართება გამოფენა.
26 მაისი - რუსთაველის გამზირზე, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ეზოში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო წარმოადგენს საქართველოს ისტორიული დროშების გამოფენას, ქალაქ თბილისზე, ქალაქ სოხუმზე, ქალაქ ფოთზე აღმართულ დროშებს, რომლებიც დატანილია ევროპელ კარტოგრაფთა საზღვაო რუკებზე. საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს ქართული ჰერალდიკის, სახელმწიფო ატრიბუტიკის განვითარების საფეხურებს. საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიას.
29-30 მაისი - ქალაქ კიევში, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამართავს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენას, რომელიც მიეძღვნება საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავს
29-30 მაისი - ქალაქ კიევში, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო გამართავს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენას, რომელიც მიეძღვნება საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავს. საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით დამზადდება შეზღუდული რაოდენობის საიუბილეო მედალიონი.
Event Details
ბოლო ღონისძიებები
Expired
26/05/2018
ბათუმი
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მოეწყობა სახვითი...
Expired
26/05/2018
ბათუმი
საერთაშორისო ფესტივალის “ოქროს დელფინი” ფარგლებში ფესტივალის...
Expired
26/05/2018
ბათუმი
ბათუმის საოცრებათა პარკში მოეწყობა რეპრესირებული პოეტების...
Expired
26/05/2018
ბათუმი
ბათუმის ცენტრალურ პარკსა და ზღვისპირა პარკში...
Expired
25/05/2018
ბათუმი
ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის...