
პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები:
- 10:00 საათიდან – სამხედრო ტექნიკის გამოფენა
- 11:00 – 20:00 – მწვანე სივრცე (ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღის სივრცე)
- 11:00 – 20:00 წიგნების სივრცე (წიგნადი ფონდის გამოფენა, შემეცნებითი თამაშები, ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის, გამომცემლობების სტენდები, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის კუთხე, ტურიზმის სტენდი, ,,ცოცხალი წიგნები“ – ავტორები: ზაალ ქორთუა, კოტე ჭილაია, ნონა ციმინტია, ნინო ფიფია, ნესტან ფიფია, ჯამბულ ნაჭყებია)
- 11:00 – 20:00 ხელოვნების სივრცე (ნახატების გამოფენა, პლენერი)
- 11:00 – 20:00 ისტორიული ფოტოების გამოფენა (გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძველი ზუგდიდის ფოტოები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საგანძურის ამსახველი ფოტომასალა, პილონებზე გაცოცხლდება ძველი ზუგდიდი)
- 12:00-17:00 – ხალხური ანსამბლების კონცერტები (ატრიუმის წინ)
- 11:00 – 17:00 საბავშვო სივრცე (ბავშვთა გასართობი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო ქოხი, ბატუტი, მაკდონალდსის სივრცე, წარმატებული ზუგდიდელი დიზაინერის სოფიო ხარჩილავას საბავშვო კოსტიუმების ჩვენება)
- 12:00 – 17:00 – საბავშვო სცენა (საბავშვო ანსამბლებისა და ბენდების კონცერტები)
- 14:30 თეატრალური მსვლელობა დადიანების შესასვლელიდან ბულვარის ორივე მხარეს
- 15:30 – თეატრალიზებული სანახაობა ზუგდიდის ისტორიულ სახლთან (1918 წლის 26 მაისის ისტორიულ სცენებს შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრი გააცოცხლებს)
- 11:00 – 20:00 ეთნოსივრცე (მეთუნის მასტერკლასები, ხეზე და ქვაზე მუშაობის მასტერკლასი, ეთნოგრაფიული მასალების გამოფენა, უნიკალური მეგრული ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოების გამოფენა, მეღვინეობა ,,ხარებას” სტენდი,სანელებლების გამოფენა-გაყიდვა, მეთევზის კუთხე)
- 12 საათიდან – მეგრული სამზარეულოს მასტერკლასები (მივიწყებული მეგრული კერძების მომზადება: ჩემქვა, დადიანური, ჭაბულია, ლეჭკერე)
- 11:00 – 20:00 ფერმერების სივრცე (მარწყვის, სუბლიმირებული ხილის, თხილის, თაფლის, მეგრული არყის, ღვინოს, ყველის საგამოფენო სივრცეები)
- 11:00 – 20:00 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
- 11:00 – 20:00 სპორტის მუზეუმი ღია ცის ქვეშ (გამოფენილი იქნება 100 წლის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობებში ზუგდიდელების მიერ მიღებული სხვადასხვა ჯილდოები)
- 11:00 – 20:00 სპორტული აქტივობები (ძიუდო, ჭიდაობა, კარატე-დო, ტანვარჯიში, ჭადრაკი, ძალოსნობა, ფეხბურთი, რაგბი, ნარდი, გრიხთბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი)
- 11:00 – 20:00 გასტრონომიული სივრცეები (ხუთ ლოკაციაზე განთავსდება ღია კაფეები, რესტორნები და ბარები – წარმოდგენილი იქნება კაფე ,,დელექტო”, ,,დიარონი”, ,,ჰიუგოს ტავერნა”, ,,დიადემა“, ,,ელბარკო“)
- 17:10- პირდაპირი ტრანსლირება -საქართველოს ჰიმნი, ანსამბლი ,,ოდოია“;
- 19:30 გალა კონცერტი