
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, კონკურენციის პოლიტიკის მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეებს ეძღვნება.
კონფერენციის ფარგლებში შემდეგი საკითხები განიხილება:
– საქართველოს კონკურენციის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია;
– კარტელური შეთანხმების სახეები, სპეციფიკა და შეფასების თეორიული საფუძვლები;
– დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სახეები და შეფასების კრიტერიუმები;
– სახელმწიფო დახმარებები, ექსკლუზივები და მათი ზეგავლენა ბაზრის ეფექტიანობაზე;
– კონკურენციის პრობლემატიკა სახელმწიფო შესყიდვებში;
– კონკურენციის პოლიტიკა რეგულირებად სექტორებში;
– ობიექტური გამართლების კრიტერიუმები კონკურენციულ სამართლებრივ დავებში.
კონკურენციის სფეროში მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:
– საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები;
– საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ევროპისა და კონკურენციის საერთშორისო ქსელის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების უწყებების ხელმძღვანელი პირები;
– აკადემიური წრეების წარმომადგენლები;
– კონკურენციის პოლიტიკის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
კონკურენციის პოლიტიკის მეორე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან – საქართველოს კონკურენციის სააგენტო,ევროკავშირი საქართველოსთვის – პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ და ივანე ჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.