რუსთაველის გამზირზე შექმნილი იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც განთავსებული იქნება ფოტოგამოფენა ,,გამოამჟღავნე ისტორია“; მოეწყობა არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია, სპეციალურ სათავსოში მსურველები იპოვიან საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ნივთებს.
საბავშვო სივრცეში წარმოდგენილი იქნება STEM მიმართულებით საუკუნის მიღწევები, მოზარდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქიმიურ და ფიზიკურ ცდებში, ასევე, დრონის გამოყენებით გეოგრაფების კომპიუტერულ თამაშებში. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დახმარებით, გაიმართება ეტრატის დაძველების და კალიგრაფიის ვორქშოპები.