მოეწყობა ისტორიული პერფონსი თემაზე – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. მოეწყობა ლიტერატურული სალონი, სადაც წაიკითხავენ ლექსებს და იმღერებენ სიმღერებს დამოუკიდებლობის თემაზე. ჩატარდება ისტორიული ფოტოგამოფენა, გაიმართება თევზაობა მდ. რიონზე, შესაძლებელი იქნება ბანქოს თამაში რეტრო სტილში, წარმოდგენილი იქნება ნიკო ნიკოლაძის იდეების ქრონიკა ქალაქის განვითარებასა და ნავსადგურის თემაზე.