საბავშვო ზონაში პატარა მოქალაქეებს შეეძლებათ სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა.
მოეწყობა 3D ვორქშოფი: გადახურულ სივრცეში განთავსდება კომპიუტერები, რომლებზეც გაშვებული იქნება 3D გრაფიკული პროგრამები და ბავშვები თვითონ დაამზადებენ 3D მოდელებს. ბავშვებისთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სახალისო Lego Robotics ვორქშოფი. ბავშვები თავად შეძლებენ აწყობილი რობოტების დაპროგრამებას.
ხოლო მცირეწლოვანი სტუმრებისთვის მოეწყობა სტარტაპ ,,ლოგიკუმის“ ვორქშოფი. ბავშვები შეძლებენ ,,ლოგიკუმის“ სააზროვნო და განმავითარებელი სათამაშოებით გართობას.