ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდის პარალელურად რუსთაველის გამზირზე მოეწყობა FABCafe – ადგილი, რომელიც მომავალში გამოგზაურებთ. ფაბკაფის ტერიტორიაზე დაახლოებით 40-მდე ადამიანს შეეძლება 3D პრინტერზე განსაკუთრებული დიზაინით მომზადებული ყავისა და შოკოლადის დაგემოვნება.
FABCAFE -ში დაგხვდებათ:
შოკოლადის პრინტერი, რომლის დახმარებითაც შეგეძლებათ ორცხობილებზე და ვაფლებზე თქვენთვის სასურველი ორნამენტი დაახატოთ ან თქვენი სახელი დააწეროთ.
ლაზერული მჭრელი, რაც გულისხმობს ფანერაზე ჭრასა და გრავირებას. ერთად შეგვიძლია დავამზადოთ ჭიქის დასადებები, რომელსაც მსურველები თან წაიღებენ.
შესაძლებელია, შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი სპეციალური კაპუჩინო ან ლატე, რომელიც მომზადებული იქნება სხვადასხვა დიზაინით (დიზაინი ლაზერულ მჭრელზე იქნება დამზადებული).
FABCafe-ში არ გემსახურებათ მიმტანი, აქ შეკვეთა დრონს მოაქვს. ამ იდეის განხორციელებაში გვეხმარება ინოვაციების სააგენტოს სტარტაპი DONNA. DONNA არის საჭმლის მიწოდების ინოვაციური გზა, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ შეკვეთა პირდაპირ მანქანაში, ჩვენს შემთხვევაში დონა FABCafe-ში მისულ სტუმრებს გაუმასპინძლდება და აპლიკაციის მეშვეობით შეკვეთილ კერძს თუ სასმელს კლიენტს დრონი მიუტანს.

ღონისძიების დეტალები
ბოლო ღონისძიებები
დასრულებული
26/05/2018
თბილისი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ივ. ჯავახიშვილის სახელობის...
დასრულებული
26/05/2018
ზუგდიდი
პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით...
დასრულებული
25/05/2018
თბილისი
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100...
დასრულებული
28/09/2018
თბილისი
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის...
დასრულებული
26/05/2018
წყალტუბო
დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით წყალტუბოს განსაკუთრებულად...