გამოფენა ,,წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები“

1937-1938 წლების წითელი ტერორის სახელით ცნობილმა სტალინურმა რეპრესიებმა მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ სახელოვნებო საზოგადოებას. სხვადასხვა ბრალდებით გასამართლდნენ და დახვრეტა მიესაჯათ დიმიტრი შევარდნაძეს, ვახტანგ კოტეტიშვილს, ჰენრიჰ ჰრინევსკის, რიჰარდ ზომერსა და პეტრე ოცხელს. წლები გაატარეს საბჭოთა ბანაკებში გადასახლებულმა კირილ ზდანევიჩმა, ვასილ შუხაევმა, რაისა მიქაძემ, ვანო პატარიძემ თუ სხვებმა ხოლო მათ, ვინც დახვრეტასა და გადასახლებას გადაურჩა, ცხოვრება და შემოქმედება ტოტალიტარულ სისტემაში უწევდათ, სადაც ხელოვნება სახელისუფლებო იდეების სამსახურში იყო ჩაყენებული.

გამოფენის მიზანია კიდევ ერთხელ ნათელი ჩვენება იმ მნიშვნელოვანი წყვეტისა კულტურის განვითარებაში, რომელიც სტალინური რეპრესიების შედეგად ქართულმა სახელოვნებო სივრცემ განიცადა და ის, თუ რა გავლენა მოახდინა ხელოვნების ტოტალურმა იდეოლოგიზაციამ ქართულ სახვით ხელოვნებაზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება. უნიკალური ვიდეომასალა.

ღონისძიების დეტალები
ბოლო ღონისძიებები
დასრულებული
26/05/2018
თბილისი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ივ. ჯავახიშვილის სახელობის...
დასრულებული
26/05/2018
ზუგდიდი
პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით...
დასრულებული
25/05/2018
თბილისი
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100...
დასრულებული
28/09/2018
თბილისი
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის...
დასრულებული
26/05/2018
წყალტუბო
დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით წყალტუბოს განსაკუთრებულად...