გენერალი გიორგი კვინიტაძე – გაცოცხლებული ისტორია

გამოფენაზე საზოგადოება პირველად იხილავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსის კოლექციას. კოლექცია 2007 წელს გენერლის ქალიშვილმა, ნანო კვინიტაძემ შესწირა კორნელი კეკელძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. სამოსის რესტავრაცია უზრუნველყო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

26 მაისს  საზოგადოება იხილავს: გენერლის მუნდირებს, სამხედრო პერანგს, ჩოხა-ახალუხსა და ქალის ქართულ შესამოსელს.

აღნიშნული კოლექცია ერთადერთია ქართულ რეალობაში. ეს ექსპონატები ერთდროულად წარმოადგენს საქართველოს სამხედრო, პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორიას.

გამორჩეულად საინტერესოა ეროვნული სამოსი – გიორგი კვინიტაძის ჩოხა-ახალუხი და ქალის საზეიმო კაბა, სრული მორთულობით. ამ სამოსით ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები განსაკუთრებული შემთხვევების დროს იმოსებოდნენ. მათ შორისაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი.

ადგილმდებარეობა: რუსთაველის სახელმწიფო თეატრი
ღონისძიების დეტალები
ბოლო ღონისძიებები
დასრულებული
26/05/2018
თბილისი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ივ. ჯავახიშვილის სახელობის...
დასრულებული
26/05/2018
ზუგდიდი
პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით...
დასრულებული
25/05/2018
თბილისი
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100...
დასრულებული
28/09/2018
თბილისი
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის...
დასრულებული
26/05/2018
წყალტუბო
დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით წყალტუბოს განსაკუთრებულად...