
საქართველოს ეროვნული არქივი ოზურგეთის იუსტიციის სახლში გამართავს გამოფენას, რომელიც მოიცავს წერილობით და ფოტომასალას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. დამთვალიერებელი იხილავს დოკუმენტებს ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებზე, როგორიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების – არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრიტებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.